საპატიო წოდებათა მინიჭება
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით:
ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარების საქმეში დიდი წვლილისათვის საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტ-ვოკალისტ ამხ. ლილი ვლადიმერის ასულ გეგელიას მიენიჭა „საქართველოს სსრ სახალხო არტისტის“ საპატიო წოდება.
ქართული საბჭოთა სახვითი ხელოვნების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილისათვის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის გამგეს, პროფესორ დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილს მიენიჭა „საქართველოს სსრ სახალხო მხატვრის“ საპატიო წოდება.
ქარტული საბჭოთა ხელოვნების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილისათვის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორს, მხატვარ-ფერმწერს გრიგოლ ალექსანდრეს ძე ჩირინაშვილს მიენიჭა „საქართველის სსრ სახალხო მხატვრის“ საპატიო წოდება.
გამომცემლობა "კომუნისტი"
1989 წლის 1 დეკემბერი