დიმიტრი ხახუტაშვილი მიეკუთვნება ორმოცდაათიანი წლების ქართველ მხატვართა თაობას. სწორედ იმ პერიოდს, როდესაც მოხდა ქართულ ხელოვნებაში ერთგვარი ძვრა, რაშიც აქტიურად იყო ჩართული მხატვარი.
იგი დაიბადა 1927 წელს, ქ. თბილისში. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ იმ პერიოდისათვის ქართული ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები. სწავლის პერიოდში მისი შემოქმედება შედარებით მოკრძალებულ, „აკადემიურ“ სტილს წარმოადგენს, რის თვალსაჩინო ნიმუშსაც მისი სადიპლომო ნამუშევარი წარმოადგენს - ჯგუფური პორტრეტი „მხატვრის სახელოსნოში“ ...