ლევან ცუცქირიძე

ლევან ცუცქირიძე

ლევან ცუცქირიძე დიმიტრი ხახუტაშვილის შესახებ

მიტო, (ჩვენ მიტოს ვეძახდით), ჩვენ სახელოსნოები გვქონდა გვერდიგვერდ. ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, იუმორით სავსე და როგორც მხატვარი- დიდებული და საინტერესო მხატვარი. მან დიპლომი გააკეთა იმ დროს სხვატაშორის 50-იანელები მიდრეკილნი ვიყავით დიდი ტილოებისაკენ, ამიტომ მან შეასრულა დიდ ტილო დიპლომად თავის მასწავლებლები, ეს გახლდათ მოსე თოიძე , შარლემანი,  ნიკოლოზ კანდელაკი. ბრწყინვალედ შეასრულა ფერშიც, კომპოზიციურადაც და ერთი სიტყვით ყველანაირად.  მას ძალიან აინტერესებდა ფერის პრობლემა ხოდა პატარა ტილოებზე დაახლოებით მეტრიანი ხოტა მეტი ან ცოტა ნაკლები  ეძებდა ფერის  გადაწყვეტას, როგორ შეიძლება გადაწყდეს ფერი კომპოზიციურად ლაქების საშუალების განაწილებით ან ვთქვატ შესაძლოა ფიგურაც სადმე ჩაესვა. მხატვარი ყოველთვის უკმაყოფილოა საკუთარი ნამუშევრით და ამიტომ მუდამ ეძებს სულ ახალს და ახალს. ეს პროცესი მეც განმიცდია და მასაც განუცდია.  ერთმანეთთან ძალიან დიდი პატივისცემა და ძალიან მეგობრული, სახელოსნოები გვქონდა გვერდიგვერდ და როგორ შეიძლება სხვა ურთიერთობა გვქონოდა. მისთვის   როგორც მხატვრისთვის მისთვის მთავარი იყო ძიება თავის პროფესიული მონაცემების, მხოლოდ და მხოლოდ ძიება! მე ძალიან მომწონდა მისი ნახატები, განსაკუთრებით ფერწერა, რომელსაც იგი ასრულებდა იგი გარკვეული პერიოდებით. სხვადასხვა დროში ამ ძიების გზაზე გარკვეული პერიოდები გაუჩნდა მას. მას ჰქონდა უნარი დილიდან საღამომდე ჩამჯდარიყო და ემუშავა. მაშინ ჩვენ ცალ-ცალკე ვიყავით ხელს არ ვუშლიდით ერთმანეთს, თუმცა როდესაც ორივე ვიღლებოდით ვხვდებოდით და ვსაუბრობდით. 

...ერთხელ ჩვენმა საერთო მეგობარმა სუფრა გაშალა და მთხოვა მიტოსთვისაც დამეძახა. რომ დავურეკე რას მელაპარაკები,ვკვდებიო. ვერაფრით წარმომედგინა რომ მიტო ოდესღაც შეიძლებოდა მომკვდარიყო. აი ასეთი წარმოდგენა მქონდა მიტოზე.