გივი თოიძე
ღმერთი აძლევს ადამიანს ნიჭს, ხოლო ამ ნიჭს შემდეგ დამუშავება და გამოყენება უნდა. თუ ადამიანი ნიჭიერი მას ორმაგად ევალება შრომა. მიტო ხახუტაშვილი იყო ნიჭიერი ადამიანი! როდესაც მე ის გავიცანი რატომღაც მაშინვე დავახლოვდით. ყველა პოულობს თავისა, ჩვენ ერთმანეთის კარგად გვესმოდა. გარდა იმისა რომ იყო ნიჭიერი და დიდებული პიროვნება, ამასთანავე შესანიშნავად ხატავდა. მრავალმხრივი კაცი იყო, მრავალმხრივი მხატვარი. კარგად იცოდა საქართველოს ისტორია.
ის მოღვაწეობდა ჟურნალ დილაში და ასევე არაჩვეულებრივ ილუსტრაციებს აკეთებდა წიგნებისთვის. მრავალმხრივი მხატვარი იყო, შესანიშნავი პორტრეტისტი, ქმნიდა შესანიშნავ კომპოზიციებსაც. მიტო კარგი მოსაუბრეც იყო, მხატვარი რომ არა არაჩვეულებრივი მსახიობი იქნებოდა. ისე გარდაქმნიდა რაღაცებს გაგაგიჟებდა კაცს. არაჩვეულებრივად მღეროდა კიდეც, უნიკალური სმენა ჰქონდა და თვითონაც უნიკალური კაცი იყო. მე ნაკლებად შემხვედრია ასეთი ადამიანი...
მიტო იყო ის პიროვნება რომელმაც ყველა თაობებში დატოვა შთაბეჭდილება, როგორც ხელოვანმა, როგორც არაჩვეულებრივმა ფერწმწერმა, არაჩვეულებრივმა პიროვნებამ, არაჩვეულებრივმა მეგობარმა და რა საკვირველია არაჩვეულებრივმა ქართველმა კაცმა, რომელსაც ძალიან უყვარდა თავის სამშობლო, თავის ქვეყანა. პატრიოტი კაცი იყო, ფეთქებადი და იუმორით სავსე. მისი გარდაცვალება ძალიან განვიცადე. მე დამაკლდა უფროსი მეგობარი; ჩაქრა რომ იტყვიან, შუქი რომ ერთ წამში ქვრება ისე ჩაქრა. არა მარტო მე, მთელმა საზოგადიოებამ, მთელმა ინტელიგენციამ იგრძნო რომ მიტო აღარ არის. მაგრამ იცით ერთხელ რა მოხდა? ბოლო ხანებში ავადმყოფობდა, ცოტა უცნაური კაცი იყო... ზურა გაბუნია(მხატვარი) ჩემი სტუდენტი და მიტოს ასისტენტი იყო, ზურას უთხრა ზურა წამომყევი სასაფლაო გამაკეთებინე კუკიაზეო, რა იცი იქნება რა დამემართოს, არ მინდა ხალხი რომ მოვიდეს შევრცხვეო... არ გავიდა ცოტა ხანი და გარდაიცვალა...