გამოფენა შატო ზეგაანში

გამოფენა შატო ზეგაანში

გამოფენა შატო ზეგაანში

შატო ზეგაანში მხატვარ დიმიტრი ხახუტაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა ჩატარდა. გამოფენას დაესწნენ თბილისიდან  კახეთში ჩასული ქართველი მხატვრები: გივი თოიძე, რადიშ თორდია, შალვა მატუაშვილი და სხვა. მათგან  ზოგიერთი დიმიტრი ხახუტაშვილის კოლეგა, მეგობარი და ყოფილი სტუდენტი იყო.

გამოფენის დათვალიერებამდე სტუმრებმა დაათვალიერეს შატო ზეგაანის ისტორიული ტერიტორია და ასევე გაეცნენ ღვინის დამზადების უნიკალურ ტექნოლოგიებს.

დიმიტრი ხახუტაშვილს მონაწილეობა მიღებული აქვს მრავალ ჯგუფურ გამოფენებში, თუმცა მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა მისი გარდაცვალების შემდეგ, 2019 წლის 9 ნოემბერს შატო ზეგაანში ჩატარდა. გამოფენაზე მხატვრის სამოცამდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, მათ შორის პეიზაჟის, პორტრეტის, ნატურმორტისა და ნიუს ჟანრში შესრულებული ფერწერული ტილოები.

 

ქართველი მხატვრები შატო ზეგაანში  ლელა წიწუაშვილი და გივი თოიძე